ვაშაძე – შევქმენით პენსიონერების სამართლებრივი დახმარების ცენტრი, სადაც ნებისმიერ პენსიონერს, დევნილს, სოციალურად დაუცველს შეუძლია დარეკოს და ჩვენ დავიცავთ მათ უფლებებს

„მინიმუმ 10%-ით შემცირდება პენსიონერების, დევნილების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სესხის პროცენტი 1 იანვრიდან“,- განაცხადა საპარლამეტო პოლიტიკური ჯგუფის „რეფორმების ჯგუფის“ წევრმა, საარჩევნო ბლოკის „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის“ ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, სესხის პროცენტის 10-%-იანი შემცირება ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა.

„ჩვენ – სტრატეგია აღმაშენებელი აქტიურად ვიყავით ამ პროცესში ჩართული, აქტიურად იყო ჩართული პარტია „მოქალაქეები“ და უმრავლესობის დეპუტატებიც. ცხარე დისკუსიებიც გვქონდა, მაგრამ ეს მიუთითებს იმაზე, რომ კონკრეტულ თემებზე ბრძოლას ნამდვილად აქვს აზრი და შინაარსი.

დღეს ქვეყანაში ძალიან ბევრი უსამართლობაა კიდევ პენსიონერებთან, სოციალურად დაუცველებთან, უმუშევრად დარჩენილ ადამიანებთან მიმართებაში, რადგან საშინელი გაჭირვება და პრობლემებია. სწორედ ამიტომ ჩამოვაყალიბეთ პენსიონერების სამართლებრივი დახმარების ცენტრი, სადაც ნებისმიერ პენსიონერს, დევნილს, სოციალურად დაუცველს შეუძლია დარეკოს და ჩვენ დავიცავთ მათ უფლებებს, რადგან რეალურად , რასაც ჩვენ ვარკვევთ, „ლიბერთი“ ბანკთან და სხვა საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობაში ძალიან ბევრი უფლების დარღვევის ფაქტია და ჩვენ მზად ვართ ამას მაქსიმალურად მივაქციოთ ყურადღება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიახალი როლი თიბისის გუნდში – როგორ ზრუნავენ მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილების შექმნაზე
შემდეგი სტატიაგამყრელიძე – როგორ შეიძლება, პრემიერ-მინისტრსა და ინსტიტუტის დირექტორს შორის იყოს დაპირისპირება, მე ხომ პოლიტიკური ფიგურა არ ვარ