ვაშაძე პომპეოს თანაშემწესთან შეხვედრის შემდეგ: მათი მხრიდან მოწოდება არის შეთანხმებისკენ

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ შეხვედრისას, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს თანაშემწის, ფილიპ რიკერის მოწოდება იყო, მხარეებმა მიაღწიონ შეთანხმებას. მანვე აღნიშნა, რომ ოპოზიციის ლიდერებმა ამერიკელ დიპლომატს მიაწოდეს ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და დააფიქსირეს თავიანთი პოზიციაც.

“ერთი შეხვედრით არც ის ხდება, არც ეს ხდება. ხელისუფლების ანგარიშგასაწევობის საკითხის ხაზგასმაა ის, რომ ეს შეხვედრა შედგა.

რა თქმა უნდა, მოწოდება არის შეთანხმებისკენ, ამას ნამდვილად ვიტყვი. ჩვენ მივაწოდეთ ყველა ის საკითხი, რაც ხდება ქვეყანაში. ოპოზიციამ დააფიქსირა ერთიანი პოზიცია საკუთარ მოთხოვნებთან დაკავშირებით და სრული მზაობა გამოვხატეთ მესამე რაუნდის მიმართ, ოღონდ, ველოდებით ადეკვატურ პასუხს ქართული ოცნების მხრიდან”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიავუხსენით, რომ საქართველოში ინსტიტუტები არ არსებობს – ჯაფარიძე რიკერთან შეხვედრაზე
შემდეგი სტატიავაშაძე რიკერზე: სტრატეგიულ მოკავშირეს შესანიშნავად ესმის, რაოდენ ღრმაა პოლიტიკური კრიზისი