ავუხსენით, რომ საქართველოში ინსტიტუტები არ არსებობს – ჯაფარიძე რიკერთან შეხვედრაზე

ოპოზიციის შეხვედრა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ რიკერთან დასრულდა.

შეხვედრიდან გასული ოპოზიციის ლიდერები შეხვედრის დეტალებზე საუბრისაგან თავს იკავებენ, თუმცა ადასტურებენ რომ საუბრის მთავარი თემა საპარლამენტო არჩევნები იყო.

როგორც შეხვედრის შემდეგ გაკეთებული განცხადებებიდან ირკვევა, რიკერი დაინტერესდა რატომ თვლის ოპოზიცია რომ არჩევნები გაყალბდა. ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს მათგან არ მოუთხოვია პარლამენტში შესვლა, თუმცა ადასტურებენ, რომ ასეთი შეთავაზება იყო. მიუხედავად ამის, ოპოზიციის პოზიცია უცვლელია და გადაწყვეტილება რომ არ შევიდნენ პარლამენტში- ძალაში რჩება.

პირდაპირი მოწოდება არ ყოფილა, თუმცა შემოთავაზებული იყო ის, რომ ხომ არ ჯობია ინსტიტუტების გამოყენებით სცადოთ გაგრძელება ბრძოლის? რაზეც ჩვენ ავუხსენით, რომ ამ ქვეყანაში ინსტიტუტები არ არსებობს, შესაბამისად, ის, რაც შეიძლება მუშაობდეს რომელიმე განვითარებულ ქვეყანაში, მაგალითად, სასამართლო საარჩევნი კომისია, საქართველოში არ არსებობს. ამიტომ ეს ბრძოლა უშინააროსა, თავს ხომ არ მოვიტყუებთ?” თქვა “გირჩის” ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშიPfizer/BioNTech: საბოლოო შედეგით, COVID-19-ის ვაქცინა 95%-ით ეფექტურია
შემდეგი სტატიავაშაძე პომპეოს თანაშემწესთან შეხვედრის შემდეგ: მათი მხრიდან მოწოდება არის შეთანხმებისკენ