ვაშაძე – ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით სახელმწიფო დუმს, რადგან…

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით სახელმწიფო დუმს, რადგან „ქართულ ოცნებას“ სურს, რელიგიის საფარქვეშ ხმები მიიღოს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, მათ ევროპის საბჭოს მონიტორინგის ჯგუფს ამ საკითხზე ინფორმაცია მიაწოდეს.

„სამი შვილი მყავს და შოკში ვარ. სახელმწიფო დუმს, რადგან „ქართულ ოცნებას“ სურს, რელიგიის საფარქვეშ ხმები მიიღოს, არ დაუპირისპირდეს კონკრეტულ მამაოს, რომელიც ასეთ საქმეს აკეთებს. არა მხოლოდ ეშინია, არამედ სპეკულირებს, ვითომ, ქრისტიანული სარწმუნოებით, საარჩევნოდ. ეს არ არის ქრისტიანული სარწმუნოება და რელიგიური რწმენა, რითაც უნდა ვცხოვრობდეთ. ეს არის ამორალური, არარელიგიური, არაადამიანური. ევროპის საბჭოს მონიტორინგის ჯგუფს ინფორმაცია მივაწოდეთ და თუ რაიმე ძალაყინია, რომელიც „ქართულ ოცნებაზე“ მოქმედებს, სწორედ ეს არის. დღეს ამ თემაზე სენატორებთანაც ვისაუბრებთ და ამ მექანიზმი გაცილებით მალე მოვაგვარებთ ამ პრობლემას“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშისუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტოს თანამშრომელი დააკავა
შემდეგი სტატიარევოლუციური სცენარი 1 დღეში არ იწრება