ვაშაძე: მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე დილით გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით “დამატებით განმარტებას” ავრცელებს.

“1. მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს;

2. ამ პროტესტს სასწრაფოდ უნდა დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი – სამართლიანი არჩევნების პრინციპების განხორციელების თაობაზე მოლაპარაკებების სახით სტრატეგიული მოკავშირეების მედიაციით;

3. სანამ/თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება, არც მეორე ტურში მონაწილეობას არ ვღებულობთ და არც პარლამენტში არ შევდივართ;

4. ერთხელ და სამუდამოდ ყველა უნდა დავიძაბოთ, რომ მომავალში ქუჩის პროტესტმა ნორმალური პროცესი არ ჩაანაცვლოს არჩევნების გაყალბების გამო”. – ნათქვამია ვაშაძის კომენტარში, რომელსაც ენმ ავრცელებს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე 10 ნოემბრის დილით პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებდა, “სასწრაფოდ გადავიტანოთ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის საკონონმდებლო ორგანოების ტრიბუნით და ყველა ძალას მოვუხმოთ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად”.

პარტიის წევრების ცნობით, გრიგოლ ვაშაძის განცხადება ენმ-ის ლიდერებთან და პოლიტსაბჭოსთან შეთანხმებული არ ყოფილა.

banner
წინა სტატიაშილელო ე.წ კომენდანტის საათს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს
შემდეგი სტატია„ევროპული საქართველო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი“ და „ლელო“ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ