ვაშაძე – მიშელის შეთანხმების აღსრულების მექანიზმმა მოქმედება დაიწყო

„შარლ მიშელის შეთანხმების აღსრულების მექანიზმმა მოქმედება დაიწყო. როგორც ამერიკელი, ასევე ევროპელი პარტნიორები პირდაპირ საუბრობენ სანქციებზე, რომელიც დაუწესდება საქართველოს ხელისუფლებას იმისათვის, რომ „ქართული ოცნება“ შეთანხმებას არღვევს. ორი მნიშვნელოვანი საკითხი, რის გამოც სანქციები განიხილება არის მართლმსაჯულების „კლანისთვის“ გადაფორმება და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა. ასევე ჟურნალისტებზე მასობრივი ძალადობა, რაც საფუძველია სანქციების განხილვის.

ევროკავშირი პირდაპირ საუბრობს მაკროფინანსური დახმარების შეჩერებაზე, თუ არ გასწორდა საქართველოში მართლმსაჯულება, ხოლო ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად მიგვანიშნებს, რომ თუ „ქართული ოცნება“ გააგრძელებს ძალადობას ჟურნალისტებზე, მოქალაქეებსა და ოპონენტებზე, აშშ-ის მხრიდან პერსონალური სანქციების განხილვა დაიწყება. ოღონდ, მიგვითითებენ, რომ სანქციები წინასწარ კი არ იქნება გაცხადებული, ვის რა დაუწესდება, გვეუბნებიან, რომ ყოველგვარი შეთანხმებებისა და წინასწარ საუბრების გარეშე შეიძლება, გამოცხადდეს ეს სანქციები.

„ქართულ ოცნებას“ არავინ მისცემს უფლებას, დემოკრატია წაგვართვან. ასევე არავინ გაუფორმებს ძალადობის უფლებას, მთელი ცივილიზებული სამყარო, დასავლელი პარტნიორები არიან ჟურნალისტების გვერდით და არავინ მისცემს უფლებას, მართლმსაჯულება მათ მიერ მართულ „კლანს“ ერთხელ და სამუდამოდ გაუფორმონ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიივნისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 19.3 პროცენტით გაიზარდა
შემდეგი სტატიასაკანონმდებლო ორგანოში ვახტანგ გომელაურის მოსმენა 18 ივლისს იგეგმება