საკანონმდებლო ორგანოში ვახტანგ გომელაურის მოსმენა 18 ივლისს იგეგმება

შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს სავარაუდოდ 18 ივლისის რიგგარეშე სხდომაზე მოუსმენენ.

შს მინისტრის მოსმენასთან დაკავშირებით მსჯელობა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე იგეგმება.

ვახტანგ გომელაურის პარლამენტში მოსვლა 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.

ინფორმაციას “პირველი არხი” ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშივაშაძე – მიშელის შეთანხმების აღსრულების მექანიზმმა მოქმედება დაიწყო
შემდეგი სტატიაელისაშვილი: კარგია, რომ შარლ მიშელი საქართველოში ჩამოდის