ვაშაძე – მადლობა სტრატეგიულ პარტნიორ ამერიკელებს, გამოაფხიზლეს ჩვენი მთავრობა და ჩართეს ამ პროცესში

მადლობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ამერიკელებს, რომ ცოტა შემოულაწუნეს ჩვენს მთავრობას, გამოაფხიზლეს და ჩართეს ამ პროცესში, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომლითაც გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილის ფასილიტაციითა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანული მხარის მიერ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლებას.

ვაშაძის თქმით, პროცესში ჩართული იყო სახელმწიფო მდივნის მოადგილე და სტრატეგიულმა პარტნიორმა საქართველოს მნიშვნელოვანი როლი დააკისრა.

„პირდაპირ გეტყვით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ აქვე გეტყვით, მადლობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ამერიკელებს, რომ ცოტა შემოულაწუნეს ჩვენს მთავრობას, გამოაფხიზლეს და ჩართეს ამ პროცესში. სახელმწიფო მდივნის მოადგილე შემთხვევით არ ყოფილა საქართველოში. რაღა თქმა უნდა, მათი ჩართულობით მოხდა ეს ყველაფერი. კარგია, რომ გამოიკვეთა რეგიონში საქართველოს როლი, როგორც შემკრების, ასე ვთქვათ, როგორც მედიატორის, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, როცა სტრატეგიული პარტნიორი ამხელა როლს გაკისრებს, ფაქტობრივად აგიყვანს და დაგსვამს ავანსცენაზე, დაგსვამს პედესტალზე, შენ ეს უნდა გამოიყენო ბოლომდე, არ უნდა მოეშვა ამას, რომ რეგიონის შემკრების-გამაერთიანებლის ფუნქცია უნდა ჰქონდეს საქართველოს.

მედიატორის ფუნქციაც, დამაახლობლის, მეგობრობის აღდგენის ფუნქციაც, მშვიდობისმყოფელის ფუნქციაც და ყველაფერი. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ფაქტობრივად აგვიყვანეს და პედესტალზე დაგვეს ჩვენმა ამერიკელმა მეგობრებმა, ახლა მთავარია, რომ ეს გამოვიყენოთ. ოღონდ, რეალურად რომ ვთქვათ, ესეც ძალით მოხდა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშირაქვიაშვილი – დეპუტატის დაპატიმრებაზე თანხმობის მიცემისთვის ხმათა რაოდენობის გაზრდა იმუნიტეტის მოხსნის პროცესს ართულებს
შემდეგი სტატიაკოდი შესაძლებელია საშიში იყოს… – პროგრამისტი ბაჩალიაშვილის საქმის ახალ ფაქტებზე