კოდი შესაძლებელია საშიში იყოს… – პროგრამისტი ბაჩალიაშვილის საქმის ახალ ფაქტებზე

პროგრამისტის, გიორგი ქართველიშვილის თქმით, არსებობს პლატფორმები, რომლითაც შესაძლებელია გაკეთდეს კოდი, რითაც შესაძლებელი იქნება კონკრეტული ადამიანის საბანკო და პირად ინფორმაციაზე წვდომა.

გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ პლატფორმაზე შექმნილი კოდი შესაძლებელია საშიში იყოს იმ პირებისთვის, ვინც ამ კოდს იყენებენ. შესაბამისად, მისი თქმით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს აქვს თუ არა კავშირი თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებას ე.წ. ფიშინგთან.

“პლატფორმა საშიში არ არის, მაგრამ ამ პლატფორმაზე შექმნილი კოდი შესაძლებელია საშიში იყოს, როგორც მოქალაქეებისთვის, ასევე გააჩნია, ვის მიერ იქნება და როგორ იქნება გამოყენებული. რა თქმა უნდა, ბაჩალიაშვილი კონტრიბუცია ამ საქმეში ერთ-ერთი მნიშვნელოვანია და რამდენად შესაძლებელია ამის შემდეგ მის სიცოცხლეს საფრთხე დამუქრებოდა, ეს დასადგენია”,-თქვა გიორგი ქართველიშვილმა.

banner
წინა სტატიაშივაშაძე – მადლობა სტრატეგიულ პარტნიორ ამერიკელებს, გამოაფხიზლეს ჩვენი მთავრობა და ჩართეს ამ პროცესში
შემდეგი სტატია„სინოვაკის” ვაქცინით ექიმები, ტურიზმის სექტორის და კულტურის სფეროს წარმომადგენლები იცრებიან