ვაშაძე დმანისში შექმნილ ვითარებაზე – ასეთი გულგრილი დამოკიდებულება საკუთარი მოსახლეობის მიმართ დაუშვებელია

“სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე დმანისში არსულ დაპირისპირებას ეხმიანება. ვაშაძე შესაბამის უწყებებს მოუწოდებს დროულად მიიღონ ზომები, რათა განიმუხტოს სიტუაცია და მხრეები დაზავდნენ.

„დმანისში შექნილი ვითარების გამო მივმართავ შესაბამის უწყებებს, რომ დროულად გაატარონ ზომები, რათა მოხდეს ორი მხარის დაზავება და საკითხის მშვიდობიანი მოგვარება. ასეთი გულგრილი დამოკიდებულება საკუთარი მოსახლეობის მიმართ დაუშვებელია. ასევე მოვუწოდებ დაპირისპირებულ მხარეებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, რათა ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის ხელოვნურად ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაზრდას ხელი არ შევუწყოთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშითამარ კორძაია – მიხეილ სააკაშვილის აზრი მნიშვნელოვანია, მაგრამ გადამწყვეტი არ არის
შემდეგი სტატიაქადაგიშვილი – დმანისში კონფლიქტის ყველა მონაწილის მიმართ კანონი მკაცრად უნდა მოქმედებდეს