ვაშაძე: არც ჩვენი ხმა და არც რომელიმე ფრაქციის ხმა საკმარისი არ არის საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის

არც ჩვენი და არც რომელიმე ფრაქციის ხმა საკმარისი არ არის საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის, ამიტომ საბოლოო გადაწყვეტილებას მერე მივიღებთ, – ამის შესახებ „მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

„საკომიტეტო განხილვაზე კვლავ იქნება მსჯელობა პროკურატურასთან დაკავშირებით. ჩვენ ჩვენს არგუმენტაციას აუცილებლად მოვიტანთ დაველოდებით ამ კამათს, დებატებს და სხვა ფრაქციებთან ერთად საერთო ჯამში უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. არც ჩვენი ხმა და არც რომელიმე ფრაქციის ხმა საკმარისი არ არის საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ამიტომ საბოლოო გადაწყვეტილებას მერე მივიღებთ“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიაკაკი წერეთლის სახელობის ახლადრეაბილიტირებული ბიბლიოთეკა გამოფენით – „გერმანული ფერადი ენა“ გაიხსნა
შემდეგი სტატია111 წლის ლეონილა გვაჯავა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა