111 წლის ლეონილა გვაჯავა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

111 წლის ლეონილა გვაჯავა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. ის თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოდან დღეს გაწერეს.

ექიმ ბაჩო ბჟალავას განცხადებით, პაციენტი თერაპიულ განყოფილებაში ორი კვირის განმავლობაში მკურნალობდა, იყო საშუალო სიმძიმის, ჟანგბადდამოკიდებული.

„ქალბატონმა დაამარცხა „კოვიდ-19“. შემოსვლისას მდგომარეობა იყო საყურადღებო, თუმცა პირნათლად შეასრულა ჩვენი ყველა მითითებული რეკომენდაცია. ჰქონდა რამდენიმე რთული დღე, რომელიც მშვიდობიანად გადალახა. ამ პერიოდში ქალბატონთან მუშაობა ძალიან საინტერესო იყო. ყველა მითითება და რეკომენდაცია პირნათლად შეასრულა და ადეკვატური შედეგიც დაიდო. დარწმუნებული ვარ, იგივენაირად გააგრძელებს და ამბულატორიულ რეჟიმში ჩვენს მიერ გაცემულ რეკომენდაციას სწორად შეასრულებს. ამ ეტაპზე მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება“,- განაცხადა ლეონილა გვაჯავას მკურნალმა ექიმმა.

banner
წინა სტატიაშივაშაძე: არც ჩვენი ხმა და არც რომელიმე ფრაქციის ხმა საკმარისი არ არის საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის
შემდეგი სტატიაN8 პენიტენციურ დაწესებულებაში ჟოლოსა და პომიდორ „ჩერის“ მოსავლის აღება გრძელდება