“ვასაძის განცხადებები არის მოწოდება ძალადობისკენ და ამას სახელმწიფომ ადეკვატური პასუხი უნდა გასცეს” – ცქიტიშვილი

„სამართლებრივად ვერ შევაფასებ ამ განცხადებას, ბუნებრივია, ამას შესაბამისი სტრუქტურა გააკეთებს, მაგრამ ვფიქრობ, ეს საკმაოდ საშიში განცხადებებია, პოლიციის კორდონის გარღვევა, ლგბტ თემის წარმომადგენლების მიმართ ქამრების გამოყენება და ყურის აწევა, ძალადობისკენ მოწოდებაა და ამას სახელმწიფომ ძალიან ადეკვატური პასუხი უნდა გასცეს“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

ცქიტიშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე, არსებობს თუ არა არალეგიტიმური დაჯგუფების წარმოშობის საფრთხე, აცხადებს, რომ შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო.

„გარკვეულწილად ეს იყო გამოწვევა არა კონკრეტული რომელიმე ჯგუფის, არამედ სახელმწიფოს გამოწვევა. კონსტიტუციურ ჩარჩოში უნდა დავრჩეთ, ნებისმიერს შეიძლება ჰქონდეს გამოხატვის უფლება, როგორც არ უნდა მოგვწონდეს თითოეული მხარე, ან ვინმეს როგორ არ უნდა მოწონდეს, მაგრამ არის კონსტიტუცია, არის სამართლებრივი სისტემა და ქვეყანა უნდა დარჩეს ამ სისტემაში. ნებისმიერი, ვინც გამოიწვევს სახელმწიფოს, პრინციპში, უნდა მიიღოს შესაბამისი პასუხი, შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან“,- განაცხადა ცქიტიშვილმა.

ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ გუშინ, ვერის ბაღში გამართულ აქციაზე განაცხადა, რომ „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ თბილისში სახალხო რაზმების ორგანიზება მოხდება.

ამასთან, აღნიშნულ განცხადებაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

banner
წინა სტატიაში„დავიწყეთ ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ მიმართული კამპანია – „ნუ წაართმევ ბავშვობას“
შემდეგი სტატიახელისუფლებას პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა იმ ძალადობაზე, რაც ვასაძის მოწოდებებს მომავალში მოჰყვება