ვასაძე დუგინზე: გადავწყვიტე, საქართველოსთვის შემომეტრიალებინა, 180°-ით შეცვალა პოზიცია

ვასაძე დამოუკიდებლობის დღეს დუგინს ხვდება

“მე მოსკოვში დავფრინავ 1995 წლიდან. მოსკოვში ვცხოვრობდი, 2009 წლიდან საქართველოში გადმოვედი დიდი ბრიტანეთიდან და მოსკოვში რეგულარულად დავფრინავ – თვეში ერთხელ, ზოგჯერ, კვირაში ერთხელ. 27 მაისს გვქონდა დანიშნული ჩვენი კომპანიის დირექტორთა საბჭოს სხდომა, რომლის აქციონერობაც მე არასდროს არ დამიმალავს. მოსკოვსა და თბილისს შორის არ არსებობს პირდაპირი რეისები, არის სომხეთის გავლით, ოთხშაბათს და შაბათს. ოთხშაბათი იყო 26 მაისი, ამიტომ, მე წინა დღეს ჩამოვფრინდიმოსკოვში, რათა დავსწრებოდი დირექტორთა საბჭოს სხდომას 27-ში. ეს არის და ეს.

რაც შეეხება ალექსანდრე დუგინთან ჩემს შეხვედრას, მე მას არაერთხელ შევხვედრივარ, მას შემდეგ, რაც გადავწყვიტე, შემომეტრიალებინა საქართველოსთვის, ესეც ცნობილი ფაქტია. 2015 წელს გავიცანი და არაერთხელ მიტქვამს, რომ ჩვენი შეხვედრის დღიდან დუგინს საქართველოზე ცუდი არაფერი უთქვამს, უფრო მეტიც, ის იყო და არის ერთადერთი რუსი, რომელმაც 180 გრადუსით შეცვალა თავისი პოზიცია და თუ ადრე იძახდა Танки на Тбилиси, ახლა იძახის, საქართველო უნდა გავამთლიანოთო. მინდა მჯეროდეს, რომ მოკრძალებული წვლილი ამ პირადი ურთიერთობების ხარჯზე მეც შევიტანე”, – აცხადებს ბიზნესმენი, ლევან ვასაძე ტელეკომპანია “პირველთან” ინტერვიუში კრემლის იდეოლოგ ალექსანდრ დუგინთან შეხვედრაზე.

banner
წინა სტატიაშიევროპულმა ქვეყნებმა “ვაქცინაციის პასპორტის” გაცემა დაიწყეს
შემდეგი სტატიაბრიტანეთში პირველად კოვიდისგან ერთი პირიც არ დაღუპილა