ევროპულმა ქვეყნებმა “ვაქცინაციის პასპორტის” გაცემა დაიწყეს

ევროპულმა ქვეყნებმა

ევროკავშირის წევრმა შვიდმა ქვეყანამ ვაქცინაციის ციფრული სერთიფიკატების გაცემა დაიწყო, ერთ თვეში პროგრამას ბლოკის დანარჩენი ქვეყნებიც შეუერთდებიან. “შვიდმა წევრმა სახელმწიფომ – ბულგარეთმა, ჩეხეთმა, დანიამ, გერმანიამ, საბერძნეთმა, ხორვატიამ ევროკავშირის სერთიფიკატების გაცემა დაიწყეს მაშინ, როცა დანარჩენმა ქვეყნებმა გადაწყვიტეს კოვიდ-19-ის ციფრული სერთიფიკატის მხოლოდ მაშინ ჩაშვება, როცა მისი ყველა ფუნქცია იქნება გამართული. ამიტომ უახლოეს დღეებსა და კვირებში მას დანარჩენი ქვეყნებიც შეუერთდებიან” – განცახდებაშია ნათქვამი.

სერთიფიკატი ხელმისაწვდომი იქნება ციფრულ ფორმატში და ქაღალდზე. ის იმის დამადასტურებელი იქნება, რომ პირი კოვიდ-19-ის წინააღმდეგ აცრილია, ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა ან ინფექცია ჰქონდა და გამოჯანმრთელდა.

ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებით მესამე ქვეყნების ვაქცინირებულ მოგზაურებს გაერთიანება დაუბრკოლებლად შემოუშვებს.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრის სახელმწიფო ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დასრულდა
შემდეგი სტატიავასაძე დუგინზე: გადავწყვიტე, საქართველოსთვის შემომეტრიალებინა, 180°-ით შეცვალა პოზიცია