ვართ და ვიქნებით „რუსთავი 2“-ის ოფისის წინ – ბაქრაძე

ვართ და ვიქნებით „რუსთავი 2“-ის ოფისის წინ, რომ არავის მივცეთ საშუალება ფიზიკურად შევიდეს ოფისში და განახორციელოს ის უკანონობა, რომელიც გუშინ მიიღო სასამართლომ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ „რუსთავის 2“-თან განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვაპირებთ შევეგუოთ იმ ვითარებას, რომელიც შექმნა გუშინ დაკვეთით ჩატარებულმა სასამართლომ. არ ვაპირებთ შევეგუოთ იმ ვითარებას, როდესაც ხელისუფლება აპირებს წაიღოს თავისუფალი ტელევიზია, ამიტომ პროტესტი გაგრძელდება. კონსულტაციები გვექნება არასამთავრობო სექტორთანაც და პოლიტიკურ პარტიებთანაც. რაც მთავარია, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას პარტიის შიგნით, ვინაიდან რაც ხდება, არ არის მხოლოდ ერთი ან ორი პარტიის თემა“, – განაცხადა ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშიქიბარ ხალვაში: უახლოეს მომავალში „რუსთავი 2“-ში შევალთ, მაგრამ ეს ძალდატანებით არ იქნება
შემდეგი სტატიაუზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას აღმასრულებელი ხელისუფლებიდან არავინ გამოხმაურებია