ქიბარ ხალვაში: უახლოეს მომავალში „რუსთავი 2“-ში შევალთ, მაგრამ ეს ძალდატანებით არ იქნება

უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ გამოტანილი განჩინების მიხედვით, 60 %-ის წილის მესაკუთრედ ცნობილია ქიბარ ხალვაში, ხოლო 40 %შპს პანორამას მიაკუთვნეს.

ქიბარ ხალვაშმა სამომავლო გეგემებზე „ქრონიკასთან“ საუბრისას ვრცელი კომენტარი გააკეთა. ხალვაშის თქმით, რუსთავი 2-ში ახალი მენეჯმენტი უახლოეს მომავალში შევა თუმცა იმედოვნებს, რომ ეს ყოველივე ძალისმიერი მეთდებით არ მოხდება:

„როდესაც სასამართლოს მივმართეთ, იმ დღიდან ველოდებოდით, რომ ჩვენ მოგვაკუთვნებდა, დარწმუნებული ვიყავით სიმართლეში. ეს არ შეიძლება გაგრძელდეს წლობით, რუთავი 2-ში ალბათ უახლოეს მომავალში შევალთ, მაგრამ ეს არ იქნება ძალდატანებით დღეს ან ხვალ, შეიცვლება ის, რომ იქნება არა ერთი პარტიის ტელევიზია, არამედ მტელი საქართველოს ტელევიზია, იქნება კრიტიკული და არ იქნება პარტიული, ძალის გამოყენება ამ შემთხვევაში, ის უპირისპირდება სახელმწიფოს და არა მე, ნიკა გვარამია ფიქრობს, რომ სახელმწიფოს ძალით დაუპირისპირდება, საკუთარ თავზე გვაქვს განცდილი უკანონობა, დაგვიწვეს, ხალხი უმუშევარი დატოვეს, აღსრულების ფურცლის გარეშე შემოვიდნენ და ქონება გაზიდეს, ვერაფერი ვერ გავაკეთეთ, რადგან სახელმწიფო იყო ჩვენს წინააღმდეგ. ეს ყველაფერი არის ინსპირირებული სააკაშვილის მიერ და ის ხალხი ბარიკადებზე, მხოლოდ სააკაშვილის ინტერესების დასაცავად დგას“, – განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.

მისივე თქმით თუ ბიზნესი მომგებიანი აღმოჩნდება იგი დარჩება ტელეკომპანიის მფლობელი, თუ არადა გადასცემს სხვა პირს, ვინც უკეთ წარუძღვება მას:

„მე არ მითქვამს, რომ რუსთავი 2-ს ვყიდი, არ ვაპირებ უახლოეს მომავალში და ვთქვი, რომ ვერ დაგპირდებით, მთელი ცხოვრება რუსთავი 2-ის მფლობელი ვიქნები-მეთქი, რადგან, ჯერ უნდა უნდა შევაფასო, თუ ბიზნესი მომგებიანი იქნება, იქნება თუ არადა ადამიანი, ვინც უკეთესად გააკეთებს, იმას მივყიდი, ეს ჩვეულებრივი კომერციაა“, – აღნიშნა ხალვაშმა.

ტელეკომპანიის ახალი მფლობელი აცხადებს, რომ რუსთავი 2-ის გუნდი არის პროფესიონალი და იმისათვის, რომ ტელეკომპანია იყოს კომერციულად გამართული ორგანიზაცია რეიტინგზე სწორედ პროფესიონალებმა უნდა იმუშაონ:

„ვისაც უნდა წასვლა ყველა წავა, ვისაც უნდა დარჩენა დარჩება. კომერცია არის წარმატების საწინდარი, თუ გვსურს, რომ ვიყოთ წარმატებული და კომერციულად გამართული ორგანიზაცია, უნდა გქონდეს რეიტინგი, რეიტინგს სჭირდება პროფესიონალი ადამაინები, ეს გუნდი რა თქმა უნდა არის პროფესიონალი“, – დასძინა ქიბარ ხალვაშმა.

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია: ,,გამარჯვებული ხალხის დამარცხებული ტელევიზია”
შემდეგი სტატიავართ და ვიქნებით „რუსთავი 2“-ის ოფისის წინ – ბაქრაძე