ვარლამ გოლეთიანი – ვფიქრობთ, პასუხის მიღებისთვის გონივრული ვადა იწურება

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ დროულად მიიღონ გადაწყვეტილება პირობების შესრულებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, მათი მოთხოვნების შესრულებაზე პასუხის მიღებისთვის გონივრული ვადა იწურება.

ვართ მოლოდინის რეჟიმში და ველოდებით პასუხს პირობების შესრულებასთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, პასუხის მიღებისთვის გონივრული ვადა იწურება. ნამდვილად არ შეიძლება, ასე უთავბოლოდ გაგრძელდეს პროცესი, რადგან მათ თქვეს რამდენიმე დღე ამისთვის, რაც პრინციპში, უკვე გადის. არც ისე გვინდა, რომ რადგან შეთანხმება იყო ამ რამდენიმე დღეზე, დავასწროთ მოვლენებს და ვიჩქაროთ. ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ დროულად მიიღონ გადაწყვეტილება პირობების შესრულებასთან დაკავშირებით. არ უნდა დარჩეს შთაბეჭდილება, თითქოს ხელოვნურად წელავენ დროს და ამის შემდეგ იტყვიან უარს. ეს მეტად გამოიწვევს მთელი საზოგადოების ღელვას და გაბრაზებას“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ რეგულაციების დარღვევის 1 591 ფაქტი გამოავლინა
შემდეგი სტატიაგურჯაანის მუნიციპალიტეტში საფლავები მეორედ გაძარცვეს