გურჯაანის მუნიციპალიტეტში საფლავები მეორედ გაძარცვეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტში საფლავები გაძარცვეს. მიმდინარე თვეში სოფელ ჩუმლაყის სასაფლაოებიდან ალუმინის კონსტრუქციების და რკინის ჯებირების ქურდობის ეს უკვე მეორე შემთხვევაა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ქურდობა მას შემდეგ გახშირდა, რაც ტერიტორიას დაცვა აღარ ჰყავს და არც სათვალთვალო კამერებია დამონტაჟებული.

მოსახლეობა ვარაუდობს, რომ ფაქტი „კომენდანტის საათის“ დროს მოხდა, რადგან დღისით საეჭვო არავინ შეუნიშნავთ.

banner
წინა სტატიაშივარლამ გოლეთიანი – ვფიქრობთ, პასუხის მიღებისთვის გონივრული ვადა იწურება
შემდეგი სტატიაპირველი მარსმფრენის წარმატება