ვარლამ გოლეთიანი – ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა დღეს იწურება

„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა დღეს იწურება.

მისი თქმით, მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ფართომასშტაბიანი აქციები დაიწყება.

„დღეს არის პასუხის ბოლო ვადა. არაერთგზის შევთანხმდით პარასკევზე, რომ გვითხრან კონკრეტული პასუხი – კი ან არა – ჩვენი მოთხოვნების დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით. ამიტომ დღის განმავლობაში დაველოდებით მათგან ზარს ან არ ვიცი, რა ფორმით დააპირებენ, გაგვაგებინონ სათქმელი. ამის შემდეგ, თუკი არ შესრულდა ჩვენი მოთხოვნები, ჩვენ წავალთ ფართომასშტაბიანი აქციების გზით და გავაჟღერებთ მოქმედების გეგმას პასუხის გაგების შემდეგ. თუ გახსნიან გზას, მოგვეცემა გადაადგილების საშუალება და შეჩერდება სამუშაოები, ამ შემთხვევაში წავალთ მეორე გზით -დიალოგის გზით“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

banner
წინა სტატიაშიეკატერინე ტიკარაძე ენგურის ხიდის ე.წ. გამშვებ პუნქტზე მოქალაქეების ტესტირების პროცესს გაეცნო
შემდეგი სტატიაკალოიანი – მძიმე კვირებია მოსალოდნელი, ეპიდვითარება რთულდება