ეკატერინე ტიკარაძე ენგურის ხიდის ე.წ. გამშვებ პუნქტზე მოქალაქეების ტესტირების პროცესს გაეცნო

ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, პირველ მოადგილე თამარ გაბუნიასთან, სახელმწიფო რწმუნებულთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთნ ერთად, საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდის ე.წ. გამშვებ პუნქტზე მოქალაქეების ტესტირების პროცესს ადგილზე პირადად გაეცნო.

ენგურის ხიდთან, გახსნილ სამედიცინო პუნქტებში სწრაფი ტესტი რამდენიმე ათეულ ადამიანს გაუკეთეს.

ადგილზე მობილიზებულია 4 სამედიცინო ბრიგადა. გადმომსვლელთა დასაყოვნებლად ორი მოსაცდელი კარავია, ორი სპეციალური ოთახი კი ტესტირებისთვისაა განკუთვნილი.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსულებს შორის უმრავლესობა პენსიონერები, მრავალშვილიანი დედები და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებია.

,, ენგურის ხიდის ე.წ. გამშვებ პუნქტზე მოქალაქეების ტესტირების პროცესს გავეცანით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ეპიდვითარების კვლევას ითვალისწინებს. ამ დრომდე , ოკუპირებული ტერიტორიებიდან 1200-მდე ადამიანია გადმოსული, დღიური საშუალო მაჩვენებელი კი 300-ია“, -ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

საეჭვო სიმპტომების მქონე მოქალაქეების საკარანტინე სივრცეში გადაყვანას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები უზრუნველყოფენ.
რაც შეეხება ვაქცინაციას, მოქალაქეებს ადგილზე მიეწოდებათ ვაქცინაციის შესახებ ინფორმაცია და მსურველებს ადგილზევე შეეძლებათ დარეგისტრირდნენ მათთვის სასურველ კლინიკებში.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასული მოქალაქეებისთვის 5-დღიანი სავალდებულო კარანტინი 19 აპრილიდან გაუქმდა.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიპროკურატურამ არასრულწლოვნებით ვაჭრობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა
შემდეგი სტატიავარლამ გოლეთიანი – ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა დღეს იწურება