ვარლამ გოლეთიანი – ჩვენ პრაიდის იდეას და გარკვეული ცხოვრების წესის პროპაგანდას ვეწინააღმდგებით

მიუღებელია ნებისმიერი ცხოვრების წესის პროპაგანდა და ამას მშვიდობიანი ფორმით ვაპროტესტებთ. ნებისმიერი ტიპის ძალადობა მიუღებელია და ჩვენც ამ ყველაფერს ვემიჯნებით, – ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციის წარმომადგენელმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.

გოლეთიანის თქმით, მისი მხარდამჭერები რუსთაველის გამზირზე საპატრიარქოს მოწოდების საფუძველზე იმყოფებიან, რა დროსაც პარაკლისს დაესწრებიან.

„ჩვენ უბრალოდ პრაიდის იდეას და გარკვეული ცხოვრების წესის პროპაგანდას ვეწინააღმდგებით. ჩვენ საპატრიარქოს მოწოდების საფუძველზე ვართ აქ. საპატრიარქო არის ინსტიტუცია, რომელიც არც ერთ შემთხვევაში არ დააინიცირებს ძალადობას. უნდა აღსრულდეს პარაკლისი, რომელსაც დავესწრებით. როცა დიდი აქციაა და იქ არიან სხვა ადამიანებიც, მრევლის გარდა, რომელთთვისაც ასევე მიუღებელია პრაიდის იდეა და სხვაგვარი ტიპის წინააღმდეგობას თვლიან მიზანშეწონილად, ამას ვერც საპატრიარქო გააკონტროლებს და ვერც ჩვენ“, – განაცხადა გოლეთიანმა.

banner
წინა სტატიაშიმოძალადეებმა რადიო თავისუფლების ჟურნალისტი და ფოტოგრაფი სცემეს
შემდეგი სტატიააჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღებ ჯგუფს რადიკალურად განწყობილი მოქალაქეები თავს დაესხნენ