აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღებ ჯგუფს რადიკალურად განწყობილი მოქალაქეები თავს დაესხნენ

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღებ ჯგუფს რადიკალურად განწყობილი მოქალაქეები თავს დაესხნენ. დაშავებულია ჟურნალისტი თიკო სუსარეიშვილი, რომელიც კონტრაქციის მიმდინარეობას აშუქებდა.

ჰომოფობიური აქციის მონაწილეები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ და თავში ჩაარტყეს.

თიკო სუსარეიშვილი იხსენებს, რომ ტერიტორიიდან საპატრულო პოლიციის მანქანით გამოიყვანეს. აგრესიულად განწყობილმა პირებმა კი სამართალდამცველების ავტომობილიც დააზიანეს.

”პირდაპირი ჩართვის დასრულების შემდეგ სიტუაცია ისევ დაიძაბა და ოპერატორ კოტე გრიგალაშვილთან ერთად გადასაღებად წავედით. დავინახეთ, რომ ”მთავარი არხის” ჟურნალისტს თავ დაესხნენ. შემდეგ კი აგრესიულად ჩვენსკენ წამოვიდნენ. ეს პოლიციამ დაინახა და გამოგვიყვანა, ისინი კი უკან მოგვსდევდნენ. რადიკალურად განწყობილი ჯგუფები პოლიციის მანქანასაც დაესხნენ თავს. ცდილობდნენ ჩვენ ფიზიკურად გაგვსწორებოდნენ” – ამბობს თიკო სუსარეიშვილი.

მაუწყებლის გადამღებ ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა ”პალიტრანიუსისა” და ”მთავარი არხის” წარმომადგენლებიც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი გმობს მედიაზე განხორციელებულ თავდასხმას და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს დროულად მოხდეს რეაგირება.

banner
წინა სტატიაშივარლამ გოლეთიანი – ჩვენ პრაიდის იდეას და გარკვეული ცხოვრების წესის პროპაგანდას ვეწინააღმდგებით
შემდეგი სტატია“თბილისი პრაიდის” კონტრაქციაზე “გურია ნიუსის” ჟურნალისტს გვარის გამო დაუპირისპირდნენ