“ვარდების რევოლუცია”- პერფორმანსი და ბანერი მშვიდობის ხიდზე

ბარათაშვილის, მშვიდობის და ვახუშტი ბაგრატიონის ხიდებზე ბანერები გადმოფინეს წარწერით: „ვარდების რევოლუცია“.

აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედნისკენ გადაინაცვლებენ და თავისუფლების მოედნიდან ვარდების მოედნამდე ცოცხალი ჯაჭვს მოაწყობენ.

აქციის მონაწილეების თქმით, აღნიშნული აქციით ისინი კიდევ ერთხელ შეახსენებენ ხელისუფლებას, რომ ეს დღე ახსოვთ. ამასთან, მიხეილ სააკაშვილს აღნიშნული დღის გამო მადლობას გადაუხდიან.

“18 წლის წინ დაიწყო რეალური თავისუფლებისთვის ბრძოლა ჩვენმა ქვეყანამ და დღეს ამ გამარჯვების სიმბოლო მიხეილ სააკაშვილი რუსების მიერ არის დატყვევებული. ვარდების რევოლუციამ სერიოზული ცვლილებები მოუტანა ჩვენს ქვეყანას, უამრავი რეფორმა გატარდა და დღესაც იმ ცვლილებებიდან გამომდინარეა, თუ რამე სული უდგას ამ ქვეყანას.”,- ამბობს ენმ-ს ერთ-ერთი წევრი, ლევან ხაბეიშვილი.

ცნობისთვის, „ვარდების რევოლუციიდან“ 18 წლისთავზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები დღეს ცოცხალ ჯაჭვს 17:00 საათზე მოაწყობენ.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მორიგი ჰუმანიტარული აქცია განხორციელდა
შემდეგი სტატიამედიკოსთა კონსილიუმი: სააკაშვილი თავს გრძნობს უფრო მხნედ