მედიკოსთა კონსილიუმი: სააკაშვილი თავს გრძნობს უფრო მხნედ

მიხეილ სააკაშვილი თავს გრძნობს უფრო მხნედ, აქტიურია, იღებს საკვებს მკაცრად განსაზღვრული კალორაჟის მიხედვით, – ამის შესახებ სახელმწიფოს მიერ შექმნილი მედიკოსების კონსილიუმი აცხადებს, რომელმაც მესამე პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში ცოტა ხნის წინ მოინახულა.

“თავს გრძნობს უფრო მხნედ, აქტიურია, იღებს საკვებს მკაცრად განსაზღვრული კალორაჟის მიხედვით, რასაც აწესებს ენდოკრინოლოგი და იყენებს დაავადებათა საერთაშორისო გაიდლაინი. ბატონმა სანდრომ შეაფასა მისი ნევროლოგიური სტატუსი და ჩემი აზრით, ბევრად უკეთესი მდგომარეობა იყო. რეგულარულად ხორციელდება ლაბორატორიული მონიტორინგის საფუძველზე მისაღები მედიკამენტების პარალელურად კვებისა დოზირების კორექცია და ასევე მათი ჩამონათვალიც კორექტირდება. ფიზიკურად გაცილებით უფრო აქტიურია, – განაცხადა კონსილიუმის ექიმმა.

banner
წინა სტატიაში“ვარდების რევოლუცია”- პერფორმანსი და ბანერი მშვიდობის ხიდზე
შემდეგი სტატიაწელს საქართველო ​„ოსკარზე” ლევან კოღუაშვილის „მეოთხე ბრაიტონს“ წარადგენს