ვაქცინაზე საქართველოს უკვე გადახდილი აქვს თანხის 25 პროცენტი

საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს ვაქცინების გლობალურ ალიანსთან, რაც მნიშვნელოვანი განაცხადი და პლატფორმაა იმისათვის, რომ მოვახდინოთ უზრუნველყოფა ჩვენი მოსახლეობის 20 პროცენტის ვაქცინაციის, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მინისტრის თქმით, საქართველოს უკვე გადახდილი აქვს თანხის 25 პროცენტი.

ჩვენ თანხა გვაქვს გადახდილი, რაც ლეგიტიმურ უფლებას გვაძლევს, როგორც ვაქცინის შეძენაზე, ასევე ვაქცინის არჩევასთან დაკავშირებით. მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს. თქვენ იცით, რომ სამინისტროს ფარგლებში შექმნილია უწყებათაშორისი კომისია, რომელიც ყველა მიმართულებით მუშაობს, როგორც ვაქცინის კომპონენტზე, ასევე გარეთა ლოჯისტიკურ კომპონენტზე. გარდა ამისა, გამოყენებული გვაქვს არაერთი საერთაშორისო ბერკეტი იმისთვის, რომ სხვადასხვა ქვეყნიდან საჭირო მარაგების მოძიება მოხდეს. ის მნიშვნელოვანი სტუმარი კლუგე, რომელიც საქართველოში იყო, ჩვენს აქტივობას მხარს უჭერს და მაღალი ტრიბუნიდან იმ საჭიროებებს დაასახელებს, რაც ქვეყანას სჭირდება. იმ მონაცემებით, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებიდან გვაქვს, სავარაუდოდ ვაქცინა მარტში გამოჩნდება. 16 მილიონი არის გადახდილი ამ ეტაპზე, რაც წარმოადგენს 25 პროცენტს საერთო ღირებულების“, – განაცხადა ტიკარაძემ.

banner
წინა სტატიაშიხელისუფლების მზაობა, რომ მას უნდოდეს კრიზისის განმუხტვა არ ჩანს, თუმცა ჩვენ არასდროს არ გვითქვამს მოლაპარაკებებზე უარი – ნადირაშვილი
შემდეგი სტატიასაქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსად მაკა ფერაძე დაინიშნა