ხელისუფლების მზაობა, რომ მას უნდოდეს კრიზისის განმუხტვა არ ჩანს, თუმცა ჩვენ არასდროს არ გვითქვამს მოლაპარაკებებზე უარი – ნადირაშვილი

ევროპული საქართველოს წევრის, ირმა ნადირაშვილის თქმით, ოპოზიციას აქვს უცვლელი პოზიცია, რომ ყველა საუბარი უნდა იწყებოდეს ხელახალი არჩევნების დანიშვნის ქოლგის ქვეშ, სხვა შემთხვევაში კი, ოპოზიცია არ აღიარებს გაყალბებულ არჩევნებსა და ერთპარტიულ პარლამენტს.
ნადირაშვილმა აღნიშნა, რომ ქართული ოცნების საპარლამენტო ინიციატივები დაფინანსების შეწყვეტასა და ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიისათვის რეგისტრაციის გაუქმებაზე არ უწყობს ხელს კრიზისის გახმუნხტვას.
„ამ ვითარებაში არ გვაქვს სიახლეები, ოპოზიციას თავისი გეგმების თაობაზე აქვს გამოცხადებული, ყველა საუბარი უნდა იწყებოდეს სწორედ ხელახალი არჩევნების დანიშვნის ქოლგის ქვეშ, სხვა შემთხვევაში ჩვენ არ ვაღიარებთ გაყალბებულ არჩევნებს, არალეგიტიმურ, ერთპარტიულ პარლამენტს, ამის მზაობა, რათქმაუნდა, ოპოზიციაში არ არის.
ხელისუფლების მხარეს არის ბურთი, ისინი უნდა მოვიდნენ, მოიტანონ კონკრეტული წინადადებები სწორედ ამ დათქმებიდან გამოდმინარე, ამის ნაცვლად ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება არასწორ ნაბიჯებს დგამს, პარლამენტში ინიცირება მოხდა კანონპროექტის, სადაც დაფინასების შეწყვეტაზეა საუბარი და ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიისათვის რეგისტრაციის გაუქმებაზე, ასეთ ვითარებაში ხელისუფლების მზაობა, რომ მას უნდოდეს კრიზისის განმუხტვა არ ჩანს, თუმცა ჩვენ არასდროს მოლაპარაკებებზე უარი არ გვითქვამს.“ – განაცხადა ნადირაშვილმა.

banner
წინა სტატიაშითიბისის აგრობარათი ფერმერებისთვის
შემდეგი სტატიავაქცინაზე საქართველოს უკვე გადახდილი აქვს თანხის 25 პროცენტი