ვანო ზოდელავა სახლს 1400000-ად ყიდის

სახლი„თაიმერისთვის“ ცნობილი გახდა, რომ თბილისის ყოფილი მერი ვანო ზოდელავა სახლს ყიდის. შესაბამისი განცხადება გამოქვეყნებულია საიტზე http://saxli.ge/Property-details/-1298 საიდანაც ვგებულობთ რომ სახლი არის დუპლექსის ტიპის, 850 კვადრატი, 5 სველი წერტილით და 3 ავტო-ფარეხით. სახლი შეფასებულია 1400000 დოლარად.

გაურკვეველია (და ცოტა უცნაურიც) ვანო ზოდელავამ რა სახსრებით ააშენა ეს ძვირადღირებული და ძალიან კომფორტული ბინა, თუმცა შესაძლებელია მას მემკვიდრეობით ერგო სახლი, ან შეიძლება მისი თბილისის მერობის პერიოდში დაწყებული მშენებლობის საფასური, ცოტა მოგვიანებით, ბაქოში დაწყებული ბიზნესის შემოსავლით დაფარა. როგორც ჩანს თბილისის ყოფილ მერსაც შეეხო დოლარის კურსის ვარდნით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი და ამიტომ გამოიტანა ერთ-ერთი ბინა გასაყიდად.

ცნობისთვის, ამ სახლს 2010 წელს ერთი შემთხვევა უკავშირდება: 2010 წლის იანვარში სახლის აივნიდან მოხდა ცეცხლსასროლი იარაღით მრავალგზის გასროლა, რა დროსაც დაიღუპა 18 წლის რაჟდენ დარბაიძე. საქმეზე წარმოებული გამოძიებით დადგინდა სავარაუდო მკვლელი. ის აღმოჩნდა ვანო ზოდელავას ვაჟის ნიკოლოზ ზოდელავას მეგობარი ერეკლე ჩინჩალაძე. ჩინჩალაძე გამოძიებამ დაიბარა, დაკითხეს და სახლში გაუშვეს. ამ დღის შემდეგ ის საქართველოში არავის უნახავს. იმ პერიოდში გავრცელებული ინფორმაციით ჩინჩალაძის წინააღმდეგ ჩვენება ნიკოლოზ ზოდელავამ მისცა. ვერსიის დონეზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რეალურად მკვლელობა ჩინჩალაძემ კი არა ზოდელავამ ჩაიდინა და ჩინჩალაძე სწორედ მათ გააპარეს საქართველოდან. საბოლოოდ პროკურატურამ დარბაიძის მკვლელობის ფაქტი გახსნილად გამოაცხადა, თუმცა ბრალდებული დღემდე იძებნება.

banner
წინა სტატიაში1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4921 ლარი გახდა
შემდეგი სტატიამიხეილ ჯანელიძემ ალიანსში აქტიური მხარდაჭერისთვის თურქ კოლეგას მადლობა გადაუხადა