მიხეილ ჯანელიძემ ალიანსში აქტიური მხარდაჭერისთვის თურქ კოლეგას მადლობა გადაუხადა

საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ დეპუტატებს 2016 წლის გეგმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველო-თურქეთის თანამშრომლობა წარმატებულად ვითარდება თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში.

როგორც მიხეილ ჯანელიძემ თურქ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შეხვედრის დროს საუბარი ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის პროცესსა და “არსებითი პაკეტის” განხორციელების მიმდინარეობას შეეხო.

“წარმატებით ვითარდება ჩვენი ურთიერთობა თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებში. ვისაუბრეთ ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის პროცესსა და “არსებითი პაკეტის” განხორციელების მიმდიანრეობაზე, რაშიც თურქეთს სერიოზული წვლილი შეაქვს. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობრებს, ალიანსში საქართველოს გაწევრიანების საკითხში აქტიური მხარდაჭერისათვის. შეხვედრისას, ბატონმა ჩავუშოღლუმ და მე მიმოვიხილეთ რეგიონში არსებული მდგომარეობა და გამოვხატეთ მკაფიო ურთიერთმხარდაჭერა. ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებისათვის, უმნიშვნელოვანესია არსებული კონფლიქტების მშვიდობიანად მოწესრიგება, საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად, სახელმწიფოთა სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების პატივისცემის საფუძველზე”, – განაცხადა ჯანელიძემ.

banner
წინა სტატიაშივანო ზოდელავა სახლს 1400000-ად ყიდის
შემდეგი სტატიათავდაცვის სამინისტრო სამხედრო მარშის შექმნაზე კონკურსს აცხადებს