ვანო ზარდიაშვილის წარსული დისკომფრეტს არ ქმნის

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს დეპუტატ ვანო ზარდიაშვილის წარსული დისკომფრეტს არ უქმნის.
როგორც ივანიშვილმა “იმედის” ეთერში განაცხადა, იმ ადამიანებს, ვინც წინა ხელისუფლების პირობებში მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ, მათ გამორკვევის საშუალება მისცეს.

“ნაციონალური მოძრაობის დროს მუშაობა წყალგამყოფად ვერ გამოდგება. ის ვინც იყო მსხვერპლი სისტემის, რომელიც ერთ კაცზე იყო მორგებული, მათ მივეცით გამორკვევის საშუალება. ვინც მიგვანიშნებს რომ ის იყო და აქ ვერ დადგება ეს არ არის სწორი. ჩვენ მათ არ ვუხურავთ კარს, ვინც აღიარებს, რომ მერაბიშვილი არ არის პოლიტპატიმარი, ახალაიამ ჩაიდინა დანაშაული. სააკაშვილი სწორედ არის დევნილი პროკურატურისგან. ასეთი ადამიანების პარტიაში მიღება არის სწორი“ – აცხადებს ივანიშვილი.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილი: გირგვლიანის საქმეში შავგულიძე იყო თამაშის მონაწილე
შემდეგი სტატიაოდესაში, საქართველოს საკონსულოში, ღონისძიება “ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი!” გაიმართა