ვანო მერაბიშვილის საქმეზე კომენტარი იან კელიმ გააკეთა

იან კელი

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმეზე კომენტარი გააკეთა საქართველოში ამერიკის შეერეთებული შტატების ელჩმა იან კელიმ.

“მოგეხსენებათ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ევროსასამართლოს წევრი არ არის, თუმცა გეტყვით, რომ ჩვენ გვაქვს ინტერესი ჩვენს პარტნიორ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა, კანონის უზენაესობა და კანონზე დამორჩილებულობა. ასე რომ, სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ ამასთან დაკავშირებით,”- განაცხადა კელიმ.

სტრასბურგის სასამართლომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება 28 ნოემბერს გამოაცხადა.

სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ საქმის განხილვა საქართველოს საჩივრის საფუძველზე დაიწყო. იუსტიციის სამინისტრომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე, გასულ წელს, ამავე სასამართლოს ერთ-ერთი პალატის 14 ივნისს გამოტანილი გადაწყვეტილება გაასაჩივრა. შესაბამისად, ეს ვერ შევიდა ძალაში აღსასრულებლად.

14 ივნისს, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-18 მუხლი, მე-5 მუხლის პირველ ნაწილთან ერთად. კონვენციის მე-18 მუხლი უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლებს ეხება. “საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა გამოყენებული იქნა არა მხოლოდ იმისთვის, რომ ის სხვადასხვა დანაშაულთან დაკავშირებით „გონივრული ეჭვის“ საფუძველზე პასუხისგებაში მიეცათ, „არამედ პროკურატურამ ის გამოიყენა, როგორც დამატებითი შესაძლებლობა ბერკეტის მოსაპოვებლად“ იმ გამოძიებებთან მიმართებით, რომლებიც სხვა საქმეებზე მიმდინარეობდა, მათ შორის ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, განაცხადა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 14 ივნისს გამოტანილ განაჩენში.

1 ნოემბერს გავრცელდა ცნობა, რომ ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო შესაძლოა ვადაზე ადრე დატოვოს. თუმცა, მოგვიანებით, სასჯელაღრულების სამინისტრომ ვანო მერაბიშვილის ვადამდე გათავისუფლების შესაძლებლობა უარყო.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ უზენაესმა სასამართლომ ვანო მერაბიშვილის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა.

banner
წინა სტატიაშიოთო კახიძე: ევროპული საქართველო სახალხო დამცველის კანდიდატის კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს
შემდეგი სტატიადავით სერგეენკო მოსახლეობას მოუწოდებს c ჰეპატიტის უფასო გამოკვლევები ჩაიტარონ