ოთო კახიძე: ევროპული საქართველო სახალხო დამცველის კანდიდატის კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს

“ევროპული საქართველო” სახალხო დამცველის კანდიდატის კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს, ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა წევრმა ოთო კახიძემ განაცხადა.

„სამწუხაროდ მმართველმა გუნდმა, სახალხო დამცველის კანდიდადტის შერჩევისას საპარლამენტო უმრავლესობამ პროცესი წარმართა კულუარულად. მათ თავად გამოარჩიეს ფავორიტი კანდიდატი და წარმოგვიდგინეს იგი დასამტკიცებლად. ჩვენ ვთვლით, რომ ეს არ არის სწორი ფორმა,“-აცხადებს „ევროპული საქართველოს” წევრი ოთარ კახიძე.

უმრავლესობამ სახალხო დამცველის პოსტზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურა დაასახელა.

ნინო ლომჯარია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე იყო. მანამდე კი “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი გახლდათ.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, სახალხო დამცველს პარლამენტი 5 წლით ირჩევს. უჩა ნანუაშვილს უფლებამოსილების ვადა 7 დეკემბერს ეწურება.

banner
წინა სტატიაშიმერაბიშვილის საქმე პოლიტიკოსების შესაფასებელი არ არის- ჯანელიძე
შემდეგი სტატიავანო მერაბიშვილის საქმეზე კომენტარი იან კელიმ გააკეთა