ვანო მერაბიშვილის საქმე – სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას იანოშ ჰერმანი ეხმაურება

საქართველოში ევროკავშირის ელჩი ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება. იანოშ ჰერმანი მიესალმება მთავრობაში გაკეთებულ განცხადებას, რომ ხელისუფლება ევროპული კონვენციის შეუსაბამო ფაქტის გამოძიებისთვის მზად არის.

ჰერმანის თქმით, გააგრძელებენ საქართველოში სასამართლო სისტემის რეფორმირების მხარდაჭერას, რათა მან დამოუკიდებლად იმუშაოს.

„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ევროსაბჭოსთან. ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა იყო კანონიერი და გონივრული საფუძველი ჰქონდა, მაგრამ მეორეს მხრივ, წინასწარი პატიმრობა გამოყენებული იყო მასზე ზეწოლის მოსახდენად. საქართველოს მთავრობა ამბობს, რომ მზადაა კვლავ გამოიძიოს ის საქმეები, რომლებიც მოყვანილია ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებში და რომლებიც არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას,“ – განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

banner
წინა სტატიაში(video) სავჩენკოს უმაღლესი რადას კომიტეტის სხდომაზე ჩაეძინა
შემდეგი სტატიასახალხო დამცველი ნარკომომხმარებლებისთვის პატიმრობის შეფარდებას არაკონსტიტუციურად მიიჩნევს