სახალხო დამცველი ნარკომომხმარებლებისთვის პატიმრობის შეფარდებას არაკონსტიტუციურად მიიჩნევს

სახალხო დამცველის განცხადება ზუგდიდში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით

სახალხო დამცველი ნარკომომხმარებლებისთვის პატიმრობის შეფარდებას არაკონსტიტუციურად მიიჩნევს. ომბუდსმენმა საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით უკვე მიმართა, მას სადავოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45 – ე და სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლების კონსტიტუციურობა სადაოდ მიაჩნია. სახალხო დამცველის მოსაზრებით, ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის ერთ შემთხვევაში 15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა და განმეორების შემთხვევაში 1000 ლარამდე ჯარიმა და ერთ წლიანი პატიმრობა არ შეესაბამება ამ ქმედებებიდან გამომდინარე საზოგადოებრივ საფრთხეს, რაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-17-ე მუხლს, რაც ადამიანს ღირსების შემლახველი და არაადამიანური სასჯელის დაკისრებისგან იცავს. 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანალშაულის შემადგენელ აუცილებელ ელემენტს ისეთი ქმედება წარმოადგენს, რომლისთვისაც პირმა ერთხელ უკვე აგო პასუხი, ეს კი ეწინააღმდეგება 42- ე მუხლით აღიარებულ ერთი და იგივე დანაშაულისთვის მსჯავრის განმეორებით აკრძალვის დაკისრების პრინციპს. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აუცილებელია სახელმწიფომ ჰუმანური ნარკოპოლიტიკა განახორციელოს და სადამსჯელო ღონისძიებების გატარებაზე მეტად რესურსები რეაბილიტაციისა და მკურნალობისკენ მიმართოს.

უჩა ნანუაშვილი მოძრაობა “თეთრი ხმაურის” წევრებს შეხვდა, რომლებიც ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას მოითხოვენ.

“თეთრი ხმაური” ამ მოთხოვნით ხვალ 20 საათზე რუსთაველის მეტროსთან აქციას გეგმავს.

banner
წინა სტატიაშივანო მერაბიშვილის საქმე – სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას იანოშ ჰერმანი ეხმაურება
შემდეგი სტატიამთვრალი 79 წლის ბრიტანელი პენსიონერი მაღაზიაში მანქანით შევარდა (ვიდეო)