ვანო მერაბიშვილი პოლიციელებს მიმართავს

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი პოლიციელებს მიმართავს. მერაბიშვილის განცხადებით, ყველაფერს გააკეთებს, რომ ქვეყანაში პოლიციელების ღირსება აღდგეს.

„მე მინდა მივმართო ქართველ პოლიციელებს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენს მეგობრებთან ერთად იმისათვის, რომ პოლიციის ღირსება აღდგეს. აღდგეს ნდობა, გაუმჯობესდეს მათი სოციალური მდგომარეობა და ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა პროფესიის ადამიანებისთვის, საქართველოს სამსახური გახდეს არა ერთი კაცის და ერთი პარტიის, არამედ ქვეყნის სამსახურში ყოფნა“, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

banner
წინა სტატიაშივანო მერაბიშვილი : გაძლევთ გარანტიას, რომ წლის ბოლომდე, ხელისუფლების დამხობის მერე, ამ ციხის კარები ფართოდ გაიღება
შემდეგი სტატიავანო მერაბიშვილი : ჩემ წინააღმდეგ კიდევ შეუძლიათ აღძრან ათამდე საქმე – მე ეს ვერ გამტეხს