ვანო მერაბიშვილი : ჩემ წინააღმდეგ კიდევ შეუძლიათ აღძრან ათამდე საქმე – მე ეს ვერ გამტეხს

მე მინდა ვთქვა, რომ ჩემ წინააღმდეგ კიდევ შეუძლიათ აღძრან ათამდე საქმე. მე ეს ვერ გამტეხავს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ე.წ მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, აპირებს, რომ აქტიურ პოლიტიკაში ჩაერთოს.

„ჩვენ, ყველანი გაძლევთ გარანტიას, რომ გავიმარჯვებთ და ყველა შეკითხვაზე პასუხი იქნება გაცემული. ქვეყანა წავა წინ. გითხარით, რომ აქტიურ პოლიტიკაში ჩავერთვები ამ რეჟიმის დასამარცხებლად. ხოლო, კონკრეტულად რა გეგემები მაქვს, ვისთან ერთად გავაკეთებ ამას, რა თქმა უნდა, მთელ ოპოზიციასთან ერთად, მაგრამ კონკრეტულად, რომელ პარტიაში, ამასთან დაკავშირებით აუცილებლად შეგატყობინებთ, ყველას შევხვდები“, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშივანო მერაბიშვილი პოლიციელებს მიმართავს
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი : ადვოკატები, პარტიის წევრები ბევრ ტყუილს ეუბნებოდნენ ვანო მერაბიშვილს, არადა, ეს პატიმარი გათავისუფლდა მხოლოდ მაშინ, როდესაც სრულად მოიხადა სასჯელი