ვანო მერაბიშვილი: მარინა ეზუგბაიას წამოცდენამ ცხადი გახადა, რომ ქართული ოცნება მალავს კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობას

“მარინა ეზუგბაიას წამოცდენამ ცხადი გახადა, რომ ქართული ოცნება მალავს კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობას”, – შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი, მარინა ეზუგბაიას განმარტებას აგრესიულ ტესტირებაზე სოციალურ ქსელში ეხმაურება.

” “არ იქნება ტესტირება, არ გვეყოლება ინფიცირებული” – უფრო სწორად, არ გვექნება ინფორმაცია მათ შესახებ – ეს არის ოცნების მთავრობის სტრატეგია”, – წერს მერაბიშვილი.

წლების მანძილზე, ანალოგიურად აყალბებდა ოცნება დანაშაულის რეალურ სტატისტიკას, ინფლაციის მაჩვენებლებს, უმუშევართა რაოდენობას და ა.შ.”, – წერს ვანო მერაბიშვილი.

მერაბიშვილის თქმით, ერთ სულ მოსახლეზე ჩატარებული ტესტების რაოდენობით საქართველო ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და მეზობელ ქვეყნებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება.

“მაშინ, როცა ეკონომიკა გაჩერებულია და ხელისუფლება დაბალი რიცხვებით იწონებს თავს, აღმოჩნდა, რომ ეს მონაცემები ივანიშვილის მთავრობის მორიგ აფიორას ეფუძნება.

კატეგორიულად მოვითხოვთ მთავრობისგან, შეწყდეს სტატისტიკის გაყალბება, ჩატარდეს ფართომასშტაბიანი ტესტირება და მოსახლეობამ მიიღოს რეალური ინფორმაცია არსებული ვითარების შესახებ”, – წერს ის.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსისგან უკვე 139 ადამიანი გამოჯანმრთელდა
შემდეგი სტატიაოთარ ფარცხალაძეს საგანგებო მდგომარეობის დროს სპეციალური საშვი აქვს და ქუჩებში მანქანით გადაადგილდება