ვანო ჩხარტიშვილი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ელოდება

გაზეთ ”ქრონიკა პლუსის” მიერ მოპოვებულ სკანდალურ ჩანაწერებში ვანო ჩხარტიშვილიც ფიგურირებს

გაზეთ ”ქრონიკა პლუსის” მიერ მოპოვებულ სკანდალურ ჩანაწერებში ვანო ჩხარტიშვილიც ფიგურირებსგავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოზურგეთის ყოფილი მაჟორიტარი და შევარდნაძის მმართველობის დროინდელი ეკონომიკის მინისტრი ვანო ჩხარტიშვილი უკვე სამი თვეა, რაც ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილთან შეკვეთილის რეზიდენციაში აუდიენციას ელოდება.
როგორც “გურიის მოამბეს” ვანო ჩხარტიშვილთან დაახლოებული წყარო ატყობინებს, შეხვედრის ძირითადი მიზანი უნდა იყოს მომავალი ადგილობრივი არჩევნებისათვის საჭირო თანხების განსაზღვრა და ამ თანხების მობილიზაციის პროცესის კოორდინირება.
იმავე წყაროს ცნობით, წინა საპარლამენტო არჩევნების დროს “ოცნებამ” რეგიონში დიდი ოდენობით ფინანსები დახარჯა. ბიზნესიდან ამ თანხების სახელისუფლებო გუნდისთვის მობილიზებას ოზურგეთელი ოლიგარქი ხელმძღვანელობდა.
არაოფიციალური ინფორმაციით, მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ჩხარტიშვილმა ამ პროცესში “სოლიდური გამორჩენა” ნახა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვანო ჩხარტიშვილი სარგებლობს შემთხვევით და გურიის გუბერნატორის პოსტზე გია სალუქვაძის საკუთარი ახლობლით ჩანაცვლებას ცდილობს.
შესაძლოა, ეს ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე ყოფილიყო, თუმცა “კობალაძის საქმემ” ეს ვერსია გამორიცხა და ჩხარტიშვილის კლანიც ადგილობრივი არჩევნების წინ ყველა ბერკეტის ხელში ჩაგდებას სხვა ნათესავის მეშვეობით შეეცდება. ერთ-ერთი მათგანი სავარაუდოდ “ვითიბი” ბანკის კადრია.
ასევე გავრცელებული ინფორმაციით, ვანო ჩხარტიშვილს ივანიშვილთან მოქმედ გუბერნატორზე კონპრომატები აქვს მომზადებული.”ეს სერიოზული კომპრომატებია, და არა ის, რომ გუბერნატორი ბოხვაურში “შკერის” “კუხნას” იშენებს. ვანომ იცის რაზე რეაგირებს ბიძინა და როგორ ააგდოს და გააცეცხლოს ის”, – გვიყვება წყარო.

წყარო: “გურიის მოამბე”

banner
წინა სტატიაშითაიმერმა ბირმაში დაკავებულების ფოტო მოიპოვა
შემდეგი სტატიასაკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტში მამავალ კვირას შევა