საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტში მამავალ კვირას შევა

პარლამენტმა 81 ხმით პრეზიდენტის ვეტო დაძლია

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი საქართველოს პარლამენტში მომავალ კვირას შევა. დოკუმენტის საბოლოო, მესამე მოსმენით კენჭისყრა კი შემოდგომაზე გაიმართება. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს კენჭი გუშინ , სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დასკვნითი სხდომაზე უყარეს.
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პროექტის შესვლის შემდეგ პარლამენტმა უნდა ჩამოაყალიბოს საორგანიზაციო კომისია საყოველთაო განხილვის და აღნიშნული კომისიის ფორმირების შემდეგ უკვე რეგიონებში შეხვედრები დაიწყება.

„ჩვენ გავალთ რეგიონებში და საზოგადოებას მივაწვდით სრულფასოვან ინფორმაციას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. დღემდე საზოგადოებას სამწუხაროდ, მხოლოდ და მხოლოდ არსებითად დამახინჯებული ინფორმაცია მიეწოდებოდა იმ ცვლილებების თაობაზე, რომლებიც კონსტიტუციაში შედის. ჩვენი ამოცანაა, რომ საზოგადოება სწორად ჩავაყენოთ საქმის კურსში იმ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლებიც ხორციელდება და ამას აუცილებლად გავაკეთებთ სხვადასხვა ფორმით საყოველთაო-სახალხო განხილვის ფარგლებში. მას შემდეგ რაც მაისის ბოლოს განხილვა დასრულდება, გადავალთ შემდეგ ეტაპზე – ეს არის საპარლამენტო განხილვები. პარლამენტი ივნისში ორი მოსმენით გეგმავს საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრას და მიღებას“, – განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშივანო ჩხარტიშვილი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ელოდება
შემდეგი სტატიასტიქია წალენჯიხაში