ვან დეიკის ტილოს საკითხს სამართალდამცველები სწავლობენ-ეკატერინე აბაშიძე დაკითხვაზე იმყოფება

ვან დეიკის ტილოს საკითხმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო ორგანოში გადაინაცვლა. კურიერისთვის ცნობილი გახდა, რომ თურქეთში მიმდინარე გამოძიების პარალელურად, ეკატერინე აბაშიძე დაკითხვაზე ქართველმა სამართალდამცველებმა დაიბარეს.

მისი განცხადებით ნამუშევრის ბოლო კანონიერი მფლობელი სწორედ აბაშიძეების ოჯახი იყო.

“მივაწვდი იმ ინფორმაციას რაც მაქვს, ორშაბათს კიდევ უფრო მეტ დამატებით ინფორმაციას წარვადგენთ რაც ჩვენ გვაქვს,”- განაცხადა ეკატერინე აბაშიძემ.

ამასთან კურიერს დაუკავშირდა ეკატერინე აბაშიძის ძმისშვილი რევაზ აბაშიძე, რომელიც ამბობს, რომ ტილო მამამისმა 15 წლის წინ შეიძინა, თუმცა მათთვის უცნობი იყო თუ ვინ იყო მისი ავტორი. რევაზ აბაშიძე ამბობს, რომ წლების განმავლობაში ტილო მის საცხოვრებელ სახლში ინახებოდა და შემდეგ უკვე ის გადაიტანეს ეკატერინე აბაშიძესთან.

banner
წინა სტატიაში“8 თვის განმავლობაში შეიძლება ელემენტარული საქმე ვერ გააკეთო?”
შემდეგი სტატიავიზალიბერალიზაციის ამოქმედებას მთავრობაში გაზაფხულზე ვარაუდობენ