ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებას მთავრობაში გაზაფხულზე ვარაუდობენ

ევროინტეგრაციის მინსტრი ვიზალიბერაიზაციისთვის კონკრეტულ ვადებს ასახელებს. დავით ბაქრაძის განმარტებით, საქართველოს ხელისუფლება შენგენის ზონასთან მიმოსვლის გამარტივებას ზაფხულისთვის ელოდება.

“ახლა ჯერი ბრიუსელზეა, თუ იქ ამ ინიციატივას განიხილავს უკვე პარლამენტი, უმაღლესი ევროპის საბჭო, რომელიც პროცედურების დაცვით რამდენიმე თვეში მიიღებს გადაწყვეტილებას. პოლიტიკური მხარდაჭერა უკვე მიღებული გვაქვს,”- აცხადებს მინისტრი დავით ბაქრაძე.

შეგახსენებთ, რომ ტექნიკურ დონეზე პოზიტიური შეფასება საქართველომ 19 დეკემბერს მიიღო. ევროპასთან საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის ამოქმედებისთვის საჭიროა კიდევ ევროპული საბჭოსა და ევროპარლამეტის თანხმობა.

banner
წინა სტატიაშივან დეიკის ტილოს საკითხს სამართალდამცველები სწავლობენ-ეკატერინე აბაშიძე დაკითხვაზე იმყოფება
შემდეგი სტატია“პანკისის ხეობა საქართველოს ხელისუფლებისთვის ყოველთვის მთავარი საზრუნავი იყო”