ვალი ახლა არის ჩვენზე, რომ გავათავისუფლოთ ქვეყანა ოლიგარქისგან – ხოშტარია EU-ს კრიტიკულ ანგარიშზე

“დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ასოცირების ხელშეკრულების შესრულების ანგარიშით კიდევ ერთხელ ნათელი გახდა, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლებას სერიოზული ჩავარდნები აქვს. მისი თქმით, ოლიგარქიის პირობებში ქვეყანას ევროპული პერსპექტივა არ გააჩნია.

“კანდიდატის სტატუსის საკითხიდან და უკრაინაში ომიდან გამომდინარე, ამ ანგარიშმა კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა და პრაქტიკულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ განსაზღვრავს ჩვენ პერსპექტივას ევროკავშირის კანდიდატობის მიღების. მას შემდეგ, რაც ჩვენ ერთი მხრივ გვითხრეს, რომ ხალი იმსახურებს ევროპულ პერსპექტივას და მეორეს მხრივ, ოლიგარქიის პირობებში ეს შეუძლებელია, გასულია უკვე თითქმის ორი თვე და ამ ორი თვის შემდეგ ჩვენ ვკითხულობთ ანგარიშს, რომელშიც არა თუ პროგრესი, არამედ მთელი ფუნდამენტური მიმართულებით გვაქვს სერიოზული ჩავარდნები”, – თქვა ელენე ხოშტარიამ.

მისი თქმით, ხელისუფლებას არაფრის გაკეთებისკენ არ მოუწოდებს, რადგან მათი რესურსი ამოწურულია და ამ ანგარიშით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ “ქართული ოცნების” პირობებში, ოლიგარქის პირობებში, საქართველოს არ გააჩნია ევროპული პერსპექტივა – “ჩვენ ვიცით რა გვაქვს გასაკეთებელი, ჩვენ ჩამოთვლილი გვაქვს რა გვაქვს გასაკეთებელი და ჯერი და ვალი ახლა არის ჩვენზე, რომ ვიმოქმედოთ და გავათავისუფლოთ ქვეყანა ოლიგარქისგან”.

banner
წინა სტატიაშიGlobal Finance- მა საქართველოს ბანკი მომხმარებლისთვის საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
შემდეგი სტატიარუსული ოცნება აყენებს ხალხს არჩევანის წინაშე – ბიძინა, ან ევროპა – ნიკა მელია