რუსული ოცნება აყენებს ხალხს არჩევანის წინაშე – ბიძინა, ან ევროპა – ნიკა მელია

როგორ ასრულებს საქართველო ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს- ევროკავშირის უმწვავეს ანგარიშზე საგანგებო განცხადება გააკეთა ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელიამ.

ოპოზიციური პარტიის ლიდერმა პუნქტობრივად განიხილა ბოლო ანგარიში და ევროკავშირის მოთხოვნები და ამ მოთხოვნებზე ქართული ოცნების საპასუხო ქმედებები. ნიკა მელიას თქმით, “რუსული ოცნება” იქცევა იმის საწინააღმდეგოდ, რასაც პარტნიორები ითხოვენ კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად და საზოგადოებას აყენებენ არჩევანის წინაშე – რუსული ოცნება აყენებს ხალხს არჩევანის წინაშე – ბიძინა, ან ევროპა და ნათელია რომ ივანიშვილთან ერთად, ევროკავშირში ვერასოდეს მოვხვდებით.” თქვა ნიკა მელიამ.

როგორ ასრულებს საქართველო ასოცირების შეთანხმებას? – ევროკავშირმა ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც მიმოხილულია გასული წლის განმავლობაში, საქართველო – ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები.

დეტალურად წარმოგიდგინეთ ფაქტები რომ რუსული ოცნება განზრახ არ ასრულებს ქვეყნისთვის ამ სასიცოცხლო მნიშვნელოვან 12 მოთხოვნას. არაფერს არ აკეთებს და არც გააკეთებს. ეს არის მათი რუსული დავალება და ამიტომაც იქცევიან ასე. ან რას ვითხოვთ მათგან, ვინც უარი თქვა სამშობლოზე და დათანხმდა დავალებაზე, აახდინოს რუსული ოცნება საქართველოში, რუსულ ოცნებას ახდენა არ უწერია არც აქ საქართველოში, არც უკრაინაში და არც არსად, სადაც უნდათ თავისუფლება და არა მონობა. ერთი სიტყვით, ადამიანად ყოფნა სადაც უნდათ, რუსული ოცნება არ ახდება და იმპერიის ისეთ ჭაობში არ ამოვყოფთ თავს ბიძინა ივანიშვილო, სადაც თქვენ გსურთ რომ ჭაობში ბაყაყებად ვიქცეთ და მხოლოდ ვიყინოთ. ეს არ მოხდება და ამას ყველა ერთად, არცთუ შორეულ პერსპექტივაში დავინახავთ” განაცხადა მელიამ.

banner
წინა სტატიაშივალი ახლა არის ჩვენზე, რომ გავათავისუფლოთ ქვეყანა ოლიგარქისგან – ხოშტარია EU-ს კრიტიკულ ანგარიშზე
შემდეგი სტატიამანჯგალაძე – „ქართული ოცნება“ დროს გაწელავს, როგორც აქამდე, ერთი წელი აკეთებდა და სასამართლოს და მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაზე ხელშესახები შედეგი არ იქნება