ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე ვანო მერაბიშვილი, ერეკლე კოდუა და გია სირაძე სასამართლომ დამნაშავედ სცნო

დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ერეკლე კოდუა და სოდ-ის კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი გია სირაძე სასამართლომ დამნაშავედ სცნო.

ორ წლიანი განხილვების შემდეგ, მოსამართლე დავით მგელიაშვილმა დღეს გამამტყუნებელი განაჩენი გამოაცხადა.

მერაბიშვილს 6 წელი და 9 თვე, კოდუას და სირაძეს კი 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

საქართველოს პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილზე 2005 წელს მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის და მისი ცემის საქმეზე, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ივანე მერაბიშვილს, სოდ-ის ხელმძღვანელ ერეკლე კოდუას და კიდევ ერთ მაღალჩინოსანს გია სირაძეს 2014 წელს ბრალი წაუყენეს.

ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობის საკითხი სასამართლოში ცალკე განიხილება.

banner
წინა სტატიაშილევან იზორია: მოკვდა ის პრაქტიკა, როცა ვინმე, პოლიტიკური ნიშნით, ჯარში მითითებებს გასცემდა
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი: მთავრობაში ბევრი ჩემთვის საყვარელი მინისტრია