ბიძინა ივანიშვილი: მთავრობაში ბევრი ჩემთვის საყვარელი მინისტრია

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მთავრობაში მისთვის ბევრი საყვარელი მინისტრია.

ბიძინა ივანიშვილმა თელავში, ჟურნალისტებთან შეხვედრაზე საყვარელ მინისტრებად დიმიტრი ქუმსიშვილი, დავით სერგეენკო, კახა კალაძე, თეა წულუკიანი და სოზარ სუბარი დაასახელა, თუმცა განაცხადა, რომ სხვა მინისტრებიც კარგად მუშაობენ.

“ბევრი საყვარელი მინისტრია ქუმსიშვილი, სერგეენკო, თუ გინდ კალაძე, დამრჩება ბევრი ჩამოუთვლელი და ნაწყენები დამრჩებიან, წულუკიანი, სუბარი იცავენ სტანდარტებს. ახალი მინისტრებიც ძალიან ეფექტურები არიან“,- განაცხადა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშივალერი გელაშვილის ცემის საქმეზე ვანო მერაბიშვილი, ერეკლე კოდუა და გია სირაძე სასამართლომ დამნაშავედ სცნო
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი: არ მინდა, ნიკა მელიასა და ელენე ხოშტარიაზე რამე ვთქვა, მაგრამ ისინი კრიმინალური პარტიის წევრები არიან