ვახტანგ შაქარიშვილმა და ჯაბა ჯიშკარიანმა საკრებულოს უმრავლესობა დატოვეს

თბილისის საკრებულოს დეპუტატებმა, ვახტანგ შაქარიშვილმა და ჯაბა ჯიშკარიანმა საკრებულოს უმრავლესობა დატოვეს.

როგორც ჯაბა ჯიშკარიანმა განაცხადა, გადაწყვეტილება მოსმართლეთა შერჩევის საკითხზე მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება. „ძალიან კარგად ვნახეთ, მიმდინარეობს ზეწოლა საზოგადოებაზე, თითქოს ლევან მურუსიძე არის გმირი და ლევან გოგიჩაიშვილისა და ჩვენი თანამოაზრეების გადაწყვეტილება იყო „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე წყალი. ასეთი დამოკიდებულება ჩვენთვის მიუღებელია“, – განაცხადა ჯიშკარიანმა.

ვატო შაქარაშვილი უკმაყოფილება პარლამენტში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების წესმა გამოიწვია. ეკა ბესელიასა და მისი გუნდის მიერ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერების თაობაზე მომზადებული კანონპროექტის პარლამენტში ჩაგდებას ვატო შაქარაშვილმა “უტიფრობა“ უწოდა. ჯიშკარიანი და შაქარიშვილი „დაიცავი საქართველოს“ უერთდებიან.

banner
წინა სტატიაშიტაქსის მძღოლების მორიგი აქცია – კახა კალაძე ახალი რეგულაციების გადავადებას არ აპირებს
შემდეგი სტატიამშრალი სავაგონო და საკონტეინერო ტვირთბრუნვა გაიზარდა