ტაქსის მძღოლების მორიგი აქცია – კახა კალაძე ახალი რეგულაციების გადავადებას არ აპირებს

თბილისის მერია ტაქსებისთვის დაწესებული ახალი რეგულაციების გადავადებას არ გეგმავს. ამის შესახებ კახა კალაძემ ტაქსის მძღოლების საინიციატივო ჯგუფთან შეხვედრისას განაცხადა. თბილისის მერმა რეფორმის დეტალები მძღოლების ნაწილს კიდევ ერთხელ გააცნო. თბილისის მერი ამბობს, რომ რეგულაციების ამოქმედების შედეგად აუცილებელია.

ტაქსის მძღოლები კი დღეს მორიგი მასშტაბური პროტესტისთვის ემზადებიან. მათი მსვლელობა აგრარული უნივერსიტეტიდან დაიწყება და ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან დასრულდება. 3 ათასამდე მძღოლი კახა კალაძის მიერ დაწყებულ რეფორმას კიდევ ერთხელ გააპროტესტებს. ისინი დედაქალაქის მერს მოუწოდებენ, უარი თქვას რეგულაციებზე, არ შეიცვალოს მანქანების ფერი და დაუბრუნონ მძღოლებს ძველი საპარკინგე ადგილები.

banner
წინა სტატიაშისაპროტესტო მსვლელობა ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციამდე-ტაქსის მძღოლები მორიგი აქციისთვის ემზადებიან
შემდეგი სტატიავახტანგ შაქარიშვილმა და ჯაბა ჯიშკარიანმა საკრებულოს უმრავლესობა დატოვეს