ვახტანგ ყოლბაია სოფელ ახალაბასთუმანში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

აფხაზეთის აავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალაბასთუმანში „ხორცკომბინატი“-ს ჩასახლებაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ.
აღნიშნულ ობიექტში 42 ოჯახია ჩასახლებული, რომლებიც ბინების გაზიფიცირებასა და ჩასახლებამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციას ითხოვენ.
ვახტანგ ყოლბაია დევნილებს არსებული პრობლემების მოგვარების პროცესში აქტიურად ჩართვასა და შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან შუამდგომლობაზე ესაუბრა.

banner
წინა სტატიაშიბრიტანულმა არხმა გაღიმებული ვულკანის ვიდეო გამოაქვეყნა
შემდეგი სტატია„ქართულმა ოცნებამ“ შესაძლოა, მთაწმინდის რაიონში სალომე ზურაბიშვილს მაჟორიტარობის კანდიდატი არ დაუპირისპიროს