ვახტანგ კალოიანი – ხელისუფლების უუნარობის შედეგია, მოქალაქეებს 5 – დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა რომ უწევთ

„ევროპული საქართველოს“ წევრის, ვახტანგ კალოიანის შეფასებით, ხელისუფლების უუნარობის შედეგია ის, რომ ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლისას მოქალაქეებს 5 – დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა უწევთ.

როგორც მან აღნიშნა, ეს მარტივი ტექნიკური საკითხია, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ხელისუფლებამ ვერ მოაგვარა.

„ამის ერთადერთი მიზეზი არის ხელისუფლების უუნარობა, გალისა და ზუგდიდის რეგიონში მოაწყოს ტესტირების და კარანტინის ისეთი პირობები, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენს მოქალაქეებს გადაადგილებას არ შეუზღუდავს. ეს არის მარტივი ტექნიკური საკითხი, რომელსაც მთელი წლის განმავლობაში ხელისუფლებამ თავი ვერ დაადგა. სამწუხაროდ, ეს არის ამის ერთადერთი მიზეზი, რომლის გადაწყვეტაც, ნების შემთხვევაში, 48 საათის განმავლობაში შეიძლება“,-განაცხადა კალოიანმა.

banner
წინა სტატიაშილაშა დამენია – მიშელის დოკუმენტში ასახული პუნქტების გარეშე სხვა საკითხებზე საუბარი მიზანშეწონილი არ არის
შემდეგი სტატიანიკა მელიას სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება