ლაშა დამენია – მიშელის დოკუმენტში ასახული პუნქტების გარეშე სხვა საკითხებზე საუბარი მიზანშეწონილი არ არის

ოპოზიციამ არაერთხელ განაცხადა, რომ ძირითადი ჩარჩო-ხელშეკრულება უნდა იყოს შარლ მიშელის 6-პუნქტიანი ხელშეკრულება, რომელიც დაიდო მოლაპარაკების მაგიდასთან, ამიტომ ამ პუნქტების გარეშე სხვა საკითხებზე საუბარი რა თქმა უნდა, არ არის მიზანშეწონილი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ლაშა დამენიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მთავარი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარეშე ქართული ოპოზიცია სხვა დანარჩენ პუნქტებთან დაკავშირებით ხელისუფლებასთან არანაირ მოლაპარაკებებს არ გამართვას.

„მთავარი მოთხოვნა, რაც გააჩნია ოპოზიციას, ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ამ მოთხოვნების დაკმაყოფილების გარეშე ქართული ოპოზიცია არ წავა ხელისუფლებასთან სხვა დანარჩენ პუნქტებთან დაკავშირებით არანაირ მოლაპარაკებებში“, – განაცხადა ლაშა დამენიამ.

banner
წინა სტატიაშიაკაკი ბობოხიძე – კარგია, რომ ხელისუფლების მიმართ წნეხი ძლიერდება
შემდეგი სტატიავახტანგ კალოიანი – ხელისუფლების უუნარობის შედეგია, მოქალაქეებს 5 – დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა რომ უწევთ